ფრენულოპლასტიკა წარმოადგენს ტიჩისა და ენის ლაგამის დეფექტის პლასტიკას. ლაგამის დეფექტი გულისხმობს მოკლე ლაგამს, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ყბა-სახის მიდამოს განვითარებას და ლამაზი ღიმილის ჩამოყალიბებას. ლაგამის დეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის ანომალიები, ყბის ძვლების ზრდაში ჩამორჩენა,მეტყველების პრობლემა და კვების გაძნელება.
ლაგამის კორექციისთვის მშობელმა ბავშვი უნდა მიიყვანოს ქირურგთან ადრეულ ასაკში (5-9 წლის), იმისათვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს ბავშვის ყბა-სახის მიდამო. თუმცა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი კორექციის გაკეთება.
ლაგამის პლასტიკა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება, ერთ ვიზიტში და სრულიად უმტკივნეულოა.