ფისურების ჰერმეტიზაცია

ფისურების ჰერმეტიზაცია (ჩაბეჭდვა) წარმოადგენს მუდმივი კბილების სპეციალური, თხევადი ბჟენით დაფარვას. საღეჭი კბილების ფორმისა და სტრუქტურის თავისებურებიდან გამომდინარე, რთულია ჰიგიენის სწორად დაცვა, განსაკუთრებით საღეჭ კბილებზე, როდესაც კბილის ჯაგრისი ვერ ხვდება კბილის ზედაპირზე არსებულ ჩაღრმავებებში (ფისურებში). შედეგად გროვდება საჭმლის ნარჩენები და წარმოიშვება კარიესი. სწორედ აღნიშნული ფისურების ამოვსება ხდება სპეციალური თხევადი ბჟენით, რაც ახდენს კარიესის პრევენციას.

ფისურების ჰერმეტიზაცია კეთდება სპეციალური თხევადი ბჟენით -სილანტებით, რომელიც შეიცავს ფტორს და კალციუმს. თხევადი, სხივგამყარებადი მასა მარტივად ჩაიჟონება ფისურებში და სხივის მეშვეობით მაგრდება და იცავს კბილებს ბაქტერიებისგან.

ფისურების ჰერმეტიზაცია (ჩაბეჭდვა) კეთდება 6 -14 წლის მოზარდებში. იმისათვის, რომ გაკეთდეს ჰერმეტიზაცია აუცილებელია კბილი იყოს ჯანსაღი, სწორედ ამიტომ ფერმეტიზაცია კეთდება მუდმივი საღეჭი კბილების ამოსვლისთვანავე.

ჰერმეტიზაციის დროს კარიესის გაჩენის რისკი 70-80%-მდე მცირდება.

ტუჩისა და ენის ლაგამის პლასტიკა (ფრენულოპლასტიკა)

ფრენულოპლასტიკა წარმოადგენს ტიჩისა და ენის ლაგამის დეფექტის პლასტიკას. ლაგამის დეფექტი გულისხმობს მოკლე ლაგამს, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ყბა-სახის მიდამოს  განვითარებას და ლამაზი ღიმილის ჩამოყალიბებას. ლაგამის დეფექმა შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის ანომალიები,  ყბის ძვლების ზრდაში ჩამორჩენა, მეტყველების პრობლემა და კვების გაძნელება.

ლაგამის კორექციისთვის მშობელმა ბავშვი უნდა მიიყვანოს ქირურგთან ადრეულ ასაკში (5-9 წლის), იმისათვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს ბავშვის ყბა-სახის მიდამო. თუმცა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი კორექციის გაკეთება.

ლაგამის პლასტიკა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება, ერთ ვიზიტში და სრულიად უმტკივნეულოა.

ღრძილის რეცესიის მკურნალობა

ღრძილის რეცესია წარმოადგენს ღრძილის კიდის გადანაცვლებას ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან, რა დროსაც ხდება კბილის ფესვის გაშიშვლება.

გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:

  • არასწორი ორთოდონტული მკურნალობა 
  • არასწორად გაკეთებული პროთეზი
  • პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა
  • გენეტიკური ფაქტორები

ღრძილების რეცესიის მკურნალობა ქირურგიულ მანიპულაციას წარმოადგენს, რა დროსაც ხდება ღრძილის გადანერგვა დეფექტის მიდამოში.

პროთეზები

ორთოპეტიული სტომატოლოგია წარმოადგენს კბილების ესთეტიკურ და ფუნქციურ აღდგენას. არსებობს სხვადასხვა სახის კონსტრუქციები – ვინირები, გვირგვინები, ხიდები და პროთეზები.

სრულად ან ნაწილობრივ დაკარგული კბილების შემთხვევაში გამოიყენება პროთეზი, რომელიც ხელოვნური კბილებისა და ღრძილების კონსტრუქციას წარმოადგენს. პროთეზი შესაძლებელია იყოს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ მოსახსნელი.
ხელოვნური კბილები მზადდება სხვადასხვა ხარისხის მასალებისგან, პაციენტის სურვილისამებრ.

პროთეზის დროს მნიშვნელოვანია სწორი ჰიგიენის დაცვა. სწორი წმენდა და რეგულარული ვიზიტი მკურნალ ორთოდონტთან უზრუნველყოფს პოთეზის ხანგრძლივი დროით მოხმარებას.

კბილების პროფესიონალური წმენდა

კბილების პროფესიონალური წმენდა გულისხმობს სტომატოლოგიურ კლინიკაში ჰიგიენისტის მიერ კბილებიდან ქვების და ნადების მოცილებას სპეციალური აპარატურით. პროცედურა განკუთვნილია პირის ღრუს დაავადებათა პროფილაქტიკის, ჯანსაღი და ლამაზი ღიმილისთვის.

სახლის პირობებში ვერ ხერხდება კბილების სრულფასოვანი ჰიგიენა. კბილის გარკვეულ ადგილებში ვერ ხდება ნადების სრულად მოცილება. დროთა განმავლობაში კბილზე დარჩენილი ნადები მყარ მასად (ქვებად) იქცევა, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს კბილის ემალს.
პროცედურის უპირატესობები:

  • ღრძილის ქსოვილების გაჯანსაღება
  • კარიესის პროფილაქტიკა
  • ამცირებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან
  • ბუნებრივი ფერის შენარჩუნება

რეკომენდირებულია 3-6 თვეში ერთხელ პროფესიონალური წმენდის ჩატარება, რომლის ხანგრძლივობაც საშუალოდ 40წუთია.

პროცედურა 3 ეტაპისგან შედგება:

  • ულტრაბგერითი (Scaler) აპარატით ხდება კბილების ზედაპირიზე არსებული და ღრძილქვეშა მყარი ნადების (ქვების) მოცილება
  • Air-flow სისტემის გამოყენებით, ძნელად მისადგომ ადგილებში ხდება რბილი ნადების მოცილება ანტისეპტიკური ფხვნილით. რბილი ნადები წარმოიქმნება კვებითი საღებავების მოხმარებისას. (ჩაი, ყავა, ფერადი წვენები და ასევე თამბაქო). ამ ეტაპზე კბილების ფერი ნახევარი ტონით თეთრდება.
  • ბოლო ეტაპი მოიცავს კბილების პოლირებას აბრაზიული პასტით.

კარიესის მკურნალობა

კარიესი არის პროცესი რომლის დროსაც  მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რის შემდეგაც წარმოიქმნება კარიესული ღრუ. კარიესის წარმოშობის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს კბილის ზედაპირზე მიმაგრებული მიკროორგანიზმები, არასრულფასოვანი ჰიგიენა, არასწორი კვება და სხვა

კარიესის მკურნალობის დროს მუშავდება კარიესის ღრუ  და ივსება საჭირო საბჟენი მასალით. მკურნალობის შედეგად ჩერდება კარიესის პროგრესირება, არსებული დეფექტი მთლიანად აღდგება და კბილს უბრუნდება პირვანდელი ფორმა და ფუნქცია.

თუ თქვენ გაქვთ შემდეგი ჩივილებიდან რომელიმე ან რამოდენიმე ერთად, შესაძლოა გქონდეთ კარიესი და რეკომენდირებულია ექიმთან ვიზიტი.

  • კბილის ტკივილი ღეჭვის დროს
  • მომატებული მგრძნობელობა ცივი/ცხელი საკვების მიღებისას
  • კბილის ფერის შეცვლა
  • კბილის ქსოვილის დაშლა

თუ კარიესის დროს დროულად არ მიმართავთ ექიმს, კარიესის პროცესი პროგრესირდება და დააზიანებს კბილის ჯანსაღ ნაწილს, გამოიწვევს არხის დაზიანებას და საბოლოოდ შესაძლოა კბილის ამოღებაც კი დაგჭირდეთ.

ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში უმაღლეს დონეზეა დაცული პაციენტის უსაფრთხოების ნორმები.ძირითად შემთხვევებში ხდება ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენება. მრავალჯერადი ინსტრუმენტები გადიან სტერილიზაციის ყველა საჭირო ეტაპს, ბოლო თაობის სასტერილიზაციო აპარატურით.

კბილების გათეთრება (კაპებით)

კბილების გათეთრება კაპებით გულისხმობს ინდივიდუალურად დამზადებული კაპების საშუალებით მათეთრებელი გელის გამოყენებას, რომელიც 2 კვირის შემდეგ აღწევს გათეთრების მაქსიმალურ შედეგს. კბილები თეთრდება 4-8 ტონამდე, დამოკიდებულია ემალის სტრუქტურა და ფერზე.

  • იოლი პროცედურა: კაპებით გათეთრების სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ადგილას, ექიმისგან დამოუკიდებლად. (სახლში, მეგობართან, სამსახურში და ა.შ.).
  • ღირებულება: სხვა მეთოდებთან შედარებით, კბილების გათეთრება კაპებით ნაკლებდანახარჯიანია.

შედეგი ნარჩუნდება 1-2 წლის განმავლობაში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია გათეთრების შემდგომ მოვლაზე, რომელსაც ჰიგიენისტი დაგინიშნავთ.

კბილების გათეთრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თუ მას აქვს ცოცხალი და ჯანსაღი კბილები. არ თეთრდება ბჟენები, ვინირები, გვირგვინები, ხიდები, პროთეზები. კბილების გათეთრებამდე აუცილებელია კბილების ჰიგიენური წმენდა.

პროფესიონალური გათეთრება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მკურნალი ექიმის თანხმობის შემდეგ შეუძლია პაციენტს გაიკეთოს, არ წარმოადგენს საშიშროებას. სპეციალურად თქვენთვის დამზადებული კაპა მჭიდროდ ეკვრის კბილებს და შედეგად არ ზიანდება ღრძილები. ასევე კლინიკა იყენებს უმაღლესი ხარისხის გელებს, რომლის გამოყენების შედეგადაც გამორიცხულია ემალის დაზიანება.

ყოვლად დაუშვებელია მკურნალი ექიმის ჩართულობის გარეშე კბილების თვითნებური გათეთრება, სახლის პირობებში. ენდეთ პროფესიონალებს!

კბილების ექსტრაქცია

კბილის ექსტრაქცია წარმოადგენს კბილის ამოღებას. ანა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრის ძირითად მიზანს კბილის შენარჩუნება წარმოადგენს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კბილის ამოღება ერთადერთი გამოსავალია. ჩვენი ქირურგები, მაქსიმალური სიფრთხილით და თანამედროვე მეთოდებით ატარებენ მანიპულაციებს, რის გამოც პროცედურა პაციენტისთვის უმტკივნეულო და უსაფრთხოა.

კისტების მკურნალობა (ცისტექტომია)

ცისტექტომია წარმოადგენს ყბა-სახის მიდამოში არსებული კისტების (ცისტების) მოცილებას ქირურგიული გზით, რომელიც კაფსულასთან ერთად სრულად იკვეთება.

კისტის აღმოჩენა მხოლოდ რენდგენით ხდება, რომელსაც პაციენტი სტომატოლოგთან ვიზიტის დროს დიაგნოსტიკის პერიოდში თუ აღმოაჩენს. კისტა შეუმჩნეველია და იშვიათად ახასიათებს ტკივილი. გართულებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია სტომატოლოგთან შემოწმებაზე (check up) ვიზიტი 6 თვეში ერთხელ.

კარიესის მკურნალობა

კარიესი არის პროცესი რომლის დროსაც  მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რის შემდეგაც წარმოიქმნება კარიესული ღრუ. კარიესის წარმოშობის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს კბილის ზედაპირზე მიმაგრებული მიკროორგანიზმები, არასრულფასოვანი ჰიგიენა, არასწორი კვება და სხვა

კარიესის მკურნალობის დროს მუშავდება კარიესის ღრუ  და ივსება საჭირო საბჟენი მასალით. მკურნალობის შედეგად ჩერდება კარიესის პროგრესირება, არსებული დეფექტი მთლიანად აღდგება და კბილს უბრუნდება პირვანდელი ფორმა და ფუნქცია.

თუ თქვენ გაქვთ შემდეგი ჩივილებიდან რომელიმე ან რამოდენიმე ერთად, შესაძლოა გქონდეთ კარიესი და რეკომენდირებულია ექიმთან ვიზიტი.

  • კბილის ტკივილი ღეჭვის დროს
  • მომატებული მგრძნობელობა ცივი/ცხელი საკვების მიღებისას
  • კბილის ფერის შეცვლა
  • კბილის ქსოვილის დაშლა

თუ კარიესის დროს დროულად არ მიმართავთ ექიმს, კარიესის პროცესი პროგრესირდება და დააზიანებს კბილის ჯანსაღ ნაწილს, გამოიწვევს არხის დაზიანებას და საბოლოოდ შესაძლოა კბილის ამოღებაც კი დაგჭირდეთ.

ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში უმაღლეს დონეზეა დაცული პაციენტის უსაფრთხოების ნორმები.ძირითად შემთხვევებში ხდება ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენება. მრავალჯერადი ინსტრუმენტები გადიან სტერილიზაციის ყველა საჭირო ეტაპს, ბოლო თაობის სასტერილიზაციო აპარატურით.

დენტალური იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტაცია არის ქირურგიული მანიპულაცია, რომლის დროსაც დაკარგული კბილის ადგილას, ძვალში ხდება ხელოვნური ფესვის (იმპლანტის) მოთავსება. მომდევნო ეტაპზე ხელოვნურ ფესვზე მაგრდება ხელოვნური კბილი (გვირგვინი). 

პროცედურა უალტერნატივოა სრულად დაკარგული კბილების აღდგენის შემთხვევაში და მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ტარდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. 

ანა მეტრეველის სტომატოლოგიურ კლინიკა იყენებს უმაღლესი ხარისხის იმპლანტებს, რომელიც თითქმის გამორიცხავს ინპლანტაციის შემდგომ გართულებებს.  

ერთი ან რამდენიმე კბილის აღდგენის შემთხვევაში, ხელოვნური გვირგვინისგან განსხვავებით, არ ხდება მეზობელი კბილების დამუშავება. კონსტრუქცია დამოუკიდებლად ჯდება დაკარგული კბილის ადგილას, ძვალში. სრული უკბილობის შემთხვევაში, იმპლანტებზე შესაძლებელია დამაგრდეს, მაგალითად მოსახსნელი პროთეზი, რა შემთხვევაშიც თავიდან ვიცილებთ პროთეზის მოძრაობას საუბრის ან ღეჭვის დროს.

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის (შვეიცარია, ისრაელი) იმპლანტებს, რომლებიც თითქმის გამორიცხავს იმპლანტაციის შემდგომ გართულებებს.

შაბლონი წარმოადგენს ინდივიდუალურად, პაციენტის კბილების ანაბეჭდით დამზადებულ კონსტრუქციას,  რომლის მეშვეობითაც ხდება იმპლანტის ჩადგმა ძვლოვან სისტემაში. იმპლანტაცია შაბლონის გამოყენებით თანამედროვე სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია.

შაბლონით იმპლანტაციის უპირატესობებია:

  • იმპლანტი მაქსიმალური სიზუსტით თავსდება ძვლოვან სისტემაში
  • პროცედურა ტარდება სწრაფად და უსაფრთხოდ

გინგივექტომია (ღრძილების პლასტიკა)

გინგივექტომია წარმოადგენს ღრძილების პლასტიკას (კორექციას), რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ესთეტიკურ ქირურგიულ მანიპულაციას წარმოადგენს. პროცედურა კეთდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დისკომფორტს უქმნის ე.წ. “მოკლე კბილები”. ტუჩების, კბილებისა და ღრძილების ჰარმონია ხომ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ღიმილის მიმზიდველობაში

გინგივექტომიის დროს ხდება ღრძილოვანი ქსოვილის მოკვეთა, რაც ვიზუალურად ზრდის კბილების სიმაღლეს. შედეგად მიიღება იდეალური ფორმისა და ზომის კბილები.

 გინგივექტომია ერთ ვიზიტში ტარდება. პრპროცედურა სწრაფი, უსაფრთხო და უმტკივნეულოა. რეაბილიტაციას  საშუალოდ 1 კვირა სჭირდება.

არხების მკურნალობა (ენდოდონტია)

ენდოდონტია წარმოადგენს არხების მკურნალობას, რომელიც ძირითად შემთხვევებში დაგვიანებული კარიესული მკურნალობის შედეგად არის გამოწვეული. ენდოდონტური მკურნალობის დროს ხდება პაციენტის კბილის არხების გასუფთავება მიკროფლორისგან, დამუშავება და ჰერმეტულად დაბჟენა.

ანნა მეტრეველის კლინიკაში არხების მკურნალობა ხდება თანამედროვე აპარატურული აღჭურვილობით. კერძოდ, სტომატოლოგიური მიკროსკოპით, რაც უზრუნველყოფს სამკურნალო არეალის მაქსიმალურ ვიზუალიზაციას და უმაღლესი ხარისხის შედეგს.

გარდა თანამედროვე აპარატურისა, ცენტრში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის სამკურნალო მასალა, რაც უზრუნველყოფს შედეგის მაქსიმალურ ხარისხს და გამძლეობას.

არხების დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ღრმა კარიესმა, ნერვის ანთებამ (პულპიტი), ტრავმამ (კბილის მოტეხილობა) ან კბილის გარშემო ქსოვილების ანთებითი პროცესი (პაროდონტიტი)

თუ თქვენ გაქვთ შემდეგი ჩივილები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

  • კბილის პერიოდული უმიზეზო ტკივილი დღის განმავლობაში
  • კბილის ტკივილი ღამის განმავლობაში
  • მომატებული მგრძნობელობა ცივ ან ცხელ საკვებზე
  • კბილის ფერის შეცვლა
  • უსიამოვნო სუნი

თუ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ და დროულად არ მიმართავთ ექიმს, პროცესი პროგრესირდება, ტკივილი გაძლიერდება და გახშირდება. საბოლოოდ შესაძლოა კბილის გადარჩენა ვერ მოხერხდეს და ამოღებაც კი დაგჭირდეთ.

ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში უმაღლეს დონეზეა დაცული პაციენტის უსაფრთხოების ნორმები. ძირითად შემთხვევებში ხდება ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენება. მრავალჯერადი ინსტრუმენტები გადიან სტერილიზაციის ყველა საჭირო ეტაპს, ბოლო თაობის სასტერილიზაციო აპარატურით.

აპიკოექტომია

აპიკოექტომია ქირურგიული მანიპულაციაა, რომლის დროსაც ხდება კბილის ფესვის მწვერვალის მოკვეთა (რეზექცია), მასზე არსებული ინფექციური კერის (კისტა) მოცილების მიზნით, იმფექციურ კერასთან ერთად.  ქირურგები აპიკოექტომიას აკეთებენ მას შემდეგ, რაც ენდოდონტიური მკურნალობა საკმარისი არ არის და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. 

მანიპულაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგია არის სტომატოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც შეისწავლის კბილის ირგვლივ  არსებული ქსოვილების დაავადებებს, მკურნალობას და ჯანმრთელად შენარჩუნებას.

პარადონტიტი წარმოადგენს კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების ანთებას, რომელიც საწყის ეტაპზე მარტივად სამკურნალოა თუმცა გართულების შემთხვევაში იწვევს კბილების დაკარგვას.

პაროდონტიტს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

ღრძილებიდან სისხლდება
უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
ფერშეცვლილი ღრძილები
მომატებული მგრძნობელობა (ცივზე/ცხელზე/მჟავეზე/მწარეზე)
ღრძილის შეშუპება (ჰიპერემია)
ღრძილების პერიოდული ტკივილი

პაროდონტიტი ხშირია 35 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ძირითადი გამომწვევი მიზეზია პირის ღრუს ბაქტერიები, რომლებიც დიდი რაოდენობით ბუდობს კბილებზე დროთა განმავლობაში გაჩენილ ნადებსა და ქვებში. 

იმისათვის, რომ არ განვითარდეს პაროდონტიტი აუცილებელია პერიოდული (6 თვეში ერთხელ) კბილების ჰიგიენური წმენდის პროცედურის ჩატარება.

ვინირები

ორთოპეტიული სტომატოლოგია წარმოადგენს კბილების ესთეტიკურ და ფუნქციურ აღდგენას. არსებობს სხვადასხვა სახის კონსტრუქციები – ვინირები, გვირგვინები, ხიდები და პროთეზები.

ვინირები მაღალი ხარისხის ფაიფურის (კერამიკის) ფირფიტებს წარმოადგენს, რომლიც კბილის წინა მხარეს მაგრდება. გამოიყენება კბილის არასასურველი ფერის ან/და ფორმის შესაცვლელად და ასევე კბილთაშორის სივრცეების შესავსებად. ასევე შესაძლებელია მცირედით გადახრილი კბილების გასწორებაც. განსაკუთრებული ესთეტიკური თვისებების გამო ვინირები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და ეფექტური პროცედურაა სტომატოლოგიაში.

ვინირების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი ზედმიწევნით დაიცავს მოვლისა და ჰიგიენის წესებს,  ვინირი სასუალოდ 5-10 წელი გაძლებს.

გვირგვინები

ორთოპეტიული სტომატოლოგია წარმოადგენს კბილების ესთეტიკურ და ფუნქციურ აღდგენას. არსებობს სხვადასხვა სახის კონსტრუქციები – ვინირები, გვირგვინები, ხიდები და პროთეზები.

კბილის რესტავრაციისთვის გამოიყენება გვირგვინები, რომლებიც სრულად ეკვრება კბილს და იმეორებს მის ფორმას. ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოიყენება მეტალო-კერამიკის, ცირკონო-კერამიკის და პრესკერამიკის მასალებისგან დამზადებული გვირგვინები.

გვირგვინების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი ზედმიწევნით დაიცავს მოვლისა და ჰიგიენის წესებს, გვირგვინი მინიმუმ 10 წელი ძლებს.

ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში გვირგვინების დამზადება ციფრული ტექნოლოგიით, ე.წ. „ცერეკ ტექნოლოგიით“ არის შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგია გულისხმობს ანაბეჭდებისა და დროებითი გვირგვინების გარეშე, მხოლოდ ერთ ვიზიტში, გვირგვინის დამზადებას.

ციფრული ტექნოლოგიის დროს, სამგანზომილებიანი ორალ ვიდეო კამერის მეშვეობით, ექიმი-ორთოპედი იღებს პაციენტის თანკბილვის ანაბეჭდს, რომელიც ციფრულად გადაეცემა ჩარხს და იწყება კბილის „ჩამოსხმა“. ციფრული ტექნოლოგიით მხოლოდ ბუნებრივ კბილთან მაქსიმალურად მიახლოებული მასალა – პრესკერამიკა გამოიყენება.

ბრეკეტები

ორთოდონტია მოიცავს  ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.

ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.

ბრეკეტები წარმოადგენს ორთოდონტულ კონსტრუქციას, რომლის საშუალებითაც აღმოიფხვრება ყბებისა და თანკბილვის არასწორი განვითარება.

არსებობს რამოდენიმე მიზეზი, როდესაც ბრეკეტებით მკურნალობა აუცილებელია:

  • არასწორი, სხვადასხვა მხარეს გადახრილი კბილები
  • ერთმანეთზე გადადებული კბილები
  • ერთმანეთისგან მკვეთრად დაშორებული კბილები
  • არაბუნებრივად გამოწეული ზედა ან ქვედა ყბა
  • სუნთქვის ან ღეჭვის პრობლემები
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია(ტკივილი, დაჭიმულობა, ტკაცუნი)
  • ქვედა ყბის მარჯვნივ ან მარცხნივ გადანაცვლება, ასიმეტრია

ბრეკეტების გაკეთება რეკომენდირებულია ბავშვის ადრეული ასაკიდან, 9-10 წლიდან ზევით, როდესაც ჯერ კიდევ ფორმირდება ყბა-სახისა და თანკბილვის პროცესი, თუმცა ზრდასრულ ასაკშიც ტარდება ბრეკეტებით მკურნალობა. რაც უფრო ადრეული ასაკიდან აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემები, მით უფრო ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი გექნებათ.

სტომატოლოგიის მუდმივი განვითარების შედეგად, არსებობს ბრეკეტ-სისტემების მრავალფეროვანი არჩევანი. თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებობს როგორც მოსახსნელი, ასევე მოუხსნელი კონსტრუქციები. სწორედ მოუხსნელ კონსტრუქციებს მიეკუთვნება მეტალის, კერამიკის, თვითლიგირებადი ან ლინგვალური ბრეკეტები. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან სხვადასხვა მახასიათებლებით და ფუნქციებით განსხვავდება.

მეტალის ბრეკეტები – კლასიკა ბრეკეტებში. არის ყველაზე მოთხოვნადი და ხელმისაწყდომი. მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად), ახასიათებს საუკეთესო ფიქსაცია და აქვს სწრაფი და რაც მთავარია ეფექტური შედეგი. მკურნალობის გასახალისებლად, შესაძლებელია ბრეკეტებზე დასამაგრებელი რეზინების (ლიგატურების) ფერის შეცვლა პაციენტის სურვილისამებრ.

კერამიკის ბრეკეტები – მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად) და მეტალის ბრეკეტებისგან განსხვავებით არის ნაკლებად შესამჩნევი. კერამიკა იმეორებს კბილის ფერს და შესაბამისად უფრო ესთეტიურია. 

საფირის ბრეკეტები – საფირის ბრეკეტები წარმოადგენს სპეციალურად დამუშავებულ, სინთეტიკურ საფირისგან დამზდებულ ბრეკეტ სისტემას, რომელიც კერამიკის ბრეკეტების მსგავსად, მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად).  საფირის ბრეკეტ სისტემა მსგავსს სისტემებთან შედარებით ყველაზე გამჭვირვალეა (ნაკლებად შესამჩნევი) და შესაბამისად ყველაზე ესთეტიურია.  არ აზიანებს კბილის ზედაპირს და სხვა სისტემებისგან განსხვავებით ნაკლებად იცვლის ფერს ფერადი საკვების/სასმელი (ფერს ჩაი, ყავა, სიგარეტი, ღვინო) მიღების შემთხვევაში.  გარდა ამისა, სპეციალურად დამუშავებული  მასალის წყალობით, საფირის ბრეკეტები ანტიალერგიულობით გამოირჩევა.  

თვითლიგირებადი ბრეკეტები – მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად). მეტალის ბრეკეტებისგან განსხვავებით, რეზინების (ლიგატურების) მაგივრად  აქვს სპეციალური ჩამკეტები, რომლებიც უფრო სწრაფად ახდენენ კბილების მიმართულების შეცვლას.

ლინგვალური ბრეკეტები  – კბილის შიდა ზედაპირზე კეთდება და შესაბამისად უხილავია. ლინგვალური ბრეკეტებით მკურნალობა ყველა ანომალიის დროს არ არის შესაძლებელი, დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევებზე და გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. 

პროფესიონალი ორთოდონტის მიერ სწორად შემუშავებული მკურნალობის გეგმა ბრეკეტ-სისტემით არ აფუჭებს კბილებს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია პაციენტის მიერ ჰიგიენის ყველა ეტაპის სწორად დაცვა.

ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ანომალიის სირთულეზე. მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 წლამდეა.

შესაძლებელია თუ არა ბრეკეტებით მკურნალობის დაწყება განსაზღვრავს მხოლოდ ორთოდონტი, მას შემდეგ რაც მოხდება პირის ღრუს დეტალური დათვალიერება და დიაგნოსტიკის ჩატარება.

ელაინერები (Invisalign)

ორთოდონტია მოიცავს  ყბასახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.

ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.

ბრეკეტებით მკურნალობის ალტერნატივას გამჭვირვალე კაპები, ე.წ. ინვიზალაინი წარმოადგენს. ინვიზალაინი კბილების გასწორების უხილავი საშუალებაა, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებზე (Invisalign Kids), ასევე ზრდასრულებზეც.

რკინის კონსტრუქციებისგან განსხვავებით, გამჭვირვალე კაპებს ახასიათებს შემდეგი უპირატესობები:

  • რთულად შესამჩნევია, გამჭვირვალეა
  • მარტივად შესაგუებელია
  • ჰიგიენა მარტივად დასაცავია
  • არ საჭიროებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტებს
  • საჭიროებისამებრ შესაძლებელია მოხსნა

სასურველი ეფექტის მიღება შესაძლებელია 4 თვიდან 2 წლამდე, დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე.

კაპების მოხსნა შესაძლებელია საკვების მიღების და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების დროს. დანარჩენ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია ტარება.

კაპები დამზადებულია სპეციალური პლასტმასისგან, რომელიც განკუთვნილია მუდმივად სატარებლად და შესაბამისად არ აზიანებს კბილებს და ღრძილებს.

ფირფიტები

ორთოდონტია მოიცავს  ყბასახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.

ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.

ფირფიტები წარმოადგენს ორთოდონტულ კონსტრუქციას, რომელიც გამოიყენება 5-10 წლის ბავშვებში. მკურნალობის პროცესის გახალისების მიზნით, არსებობს სხვადასხვა ფერის ფირფიტები, რომლებსაც მოყვება შესანახი კოლოფები.

ყბებთან და კბილებთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა ბავშვთა ასაკში იწყებს განვითარებას. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია ბავშვის ორთოდონტთან ვიზიტი 5-6 წლის ასაკში.

ადრეულ ასაკში ორთოდონტული მკურნალობის დაწყება ხელს უწყობს ყბის ძვლის სწორ განვითარებას და ყბა-კბილთა სისტემის სწორ ჩამოყალიბებას. 5-6 წლის ასაკში შედეგის მიღწევა და შენარჩუნება გაცილებით მარტივია.

საშუალოდ 3 დღეში, მას მერე რაც ბავშვი გაივლის მეტყველების და კვების ადაპტაციას, იგი მარტივად ეჩვევა ფირფიტის ტარებას.

მინი იმპლანტები

ორთოდონტია მოიცავს  ყბასახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.

ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.

მინი იმპლანტები წარმოადგენს ტიტანის დროებით საყრდენებს, რომლებიც ყბა-კბილთა გასწორების (ორთოდონტული) მკურნალობისას გამოიყენება. მინი იმპლანტები ეფექტურად ეხმარება კბილებს საჭირო მიმართულებით გადაადგილებაში.

მინი იმპლანტების ჩასმის შემთხვევაში შესაძლოა სრულიად აღარ დასჭირდეს პაციენტს ბრეკეტების გაკეთება ან მინიმუმამდე შემცირდეს ბრეკეტების ტარების პერიოდი.

იმპლანტის მოთავსება ხდება ანესთეზიის ქვეშ, რის შედეგადაც პროცედურა უმტკივნეულოა. იმპლანტის მოთავსების მანიპულაცია საშუალოდ 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. პაციენტი ჩასმის შემდეგ მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ექსპანდერები

ორთოდონტია მოიცავს  ყბასახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.

ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.

ექსპანდერი არის ყბის გასაფართოვებელი, მოუხსნელი აპარატი, რომელიც თანკბილვის კორექციისთვის გამოიყენება. მაგრდება ძირითადად ზედა ყბაზე, სასის მხრიდან და ვიზუალურად შეუმჩნეველია.

ექსპანდერი გამოიყენება ბავშვებში, 6-7 წლიდან ზედა ყბის შესავიწროვებლად, ცხვირით სუნთქვის პრობლემების აღმოსაფხვრელად და მუდმივი კბილებისთვის ადგილის დეფიციტის დროს. შედეგად პაციენტი იწყებს სწორად სუნთქვას, მუდმივი კბილების ამოჭრა ხდება სწორად

ექსპანდერის ტარება არ არის მტკივნეული. დამაგრების დროს პაციენტი გრძნობს ყბის დაჭიმულობას, რომელიც 5 წუთში გაუვლის.

სასურველი შედეგის მიღწევა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე, პაციენტის საჭიროებაზე. საშუალოდ ექსპანდერი 9 თვის განმავლობაში გამოიყენება.

დროულად მიმართვის შემთხვევაში მკურნალობა ბევრად უფრო მარტივი და ეფექტურია. მუდმივი კბილების ამოჭრის პროცესი მიმდინარეობს სწორად და სუნთქვის დარღვევის პრობლემებიც იხსნება.

ვინირები

ორთოპეტიული სტომატოლოგია წარმოადგენს კბილების ესთეტიკურ და ფუნქციურ აღდგენას. არსებობს სხვადასხვა სახის კონსტრუქციები – ვინირები, გვირგვინები, ხიდები და პროთეზები.

ვინირები მაღალი ხარისხის ფაიფურის (კერამიკის) ფირფიტებს წარმოადგენს, რომლიც კბილის წინა მხარეს მაგრდება. გამოიყენება კბილის არასასურველი ფერის ან/და ფორმის შესაცვლელად და ასევე კბილთაშორის სივრცეების შესავსებად. ასევე შესაძლებელია მცირედით გადახრილი კბილების გასწორებაც. განსაკუთრებული ესთეტიკური თვისებების გამო ვინირები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და ეფექტური პროცედურაა სტომატოლოგიაში.

ვინირების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი ზედმიწევნით დაიცავს მოვლისა და ჰიგიენის წესებს,  ვინირი სასუალოდ 5-10 წელი გაძლებს.

გვირგვინები

ორთოპეტიული სტომატოლოგია წარმოადგენს კბილების ესთეტიკურ და ფუნქციურ აღდგენას. არსებობს სხვადასხვა სახის კონსტრუქციები – ვინირები, გვირგვინები, ხიდები და პროთეზები.

კბილის რესტავრაციისთვის გამოიყენება გვირგვინები, რომლებიც სრულად ეკვრება კბილს და იმეორებს მის ფორმას. ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოიყენება მეტალო-კერამიკის, ცირკონო-კერამიკის და პრესკერამიკის მასალებისგან დამზადებული გვირგვინები.

გვირგვინების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი ზედმიწევნით დაიცავს მოვლისა და ჰიგიენის წესებს, გვირგვინი მინიმუმ 10 წელი ძლებს.

ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში გვირგვინების დამზადება ციფრული ტექნოლოგიით, ე.წ. „ცერეკ ტექნოლოგიით“ არის შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგია გულისხმობს ანაბეჭდებისა და დროებითი გვირგვინების გარეშე, მხოლოდ ერთ ვიზიტში, გვირგვინის დამზადებას.

ციფრული ტექნოლოგიის დროს, სამგანზომილებიანი ორალ ვიდეო კამერის მეშვეობით, ექიმი-ორთოპედი იღებს პაციენტის თანკბილვის ანაბეჭდს, რომელიც ციფრულად გადაეცემა ჩარხს და იწყება კბილის „ჩამოსხმა“. ციფრული ტექნოლოგიით მხოლოდ ბუნებრივ კბილთან მაქსიმალურად მიახლოებული მასალა – პრესკერამიკა გამოიყენება.

მხატვრული რესტავრაცია

კბილის მხატრვრული/ესთეტიური რესტავრაცია წარმოადგენს კბილის დეფექტების გამოსწორებას სპეციალური ბჟენით, კომპოზიტური მასალით. პროცედურა ტარდება სხვადასხვა ესთეტიური პრობლემის აღმოსაფხვრის მიზნით ფრონტალურ (წინა) კბილებზე.

მხატრვრულ რესტავრაცია კეთდება როდესაც გსურთ:

  • კბილის არასასურველი ფორმის შეცვლა
  • ტრავმის შედეგად გატეხილი კბილის აღდგენა
  • თანდაყოლილი ან შეძენილი კბილის დეფექტების აღმოფხვრა
  • კბილზე გაჩენილი ბზარების გასწორება
  • ძველი, ფერშეცვლილი ბჟენების (პლომბების) შეცვლა
  • კბილის ფერის შეცვლა
  • კბილებს შორის სივრცის შევსება

მხატვრული რესტავრაციას გააჩნია შემდეგი უპირატესობები:

  • კეთდება პირველივე ვიზიტზე
  • მინიმალურად ხდება კბილის ჯანსაღი ქსოვილის მოცილება

სქაისები

სქაისი კბილის სამკაულია, რომელიც ძალიან მცირე ზომის სვაროვსკის თვალს წარმოადგენს. კბილების სამკაულები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში, პროფესიონალი ექიმი-თერაპევტები იდეალურად ასუფთავებენ და ამუშავებენ პაციენტის მიერ კბილზე შერჩეულ ადგილს და სპეციალური მასალით ამაგრებენ კბილზე.

პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა და გრძელდება 10 წუთი.

სქაისი საერთოდ არ აზიანებს კბილს. სქაისი პროფესიონალების მიერ არის შემუშავებული, როგორც პირის ღრუს აქსესუარი და შესაბამისად მასალაც და ტექნოლოგიაც გათვლილია პირის ღრუში გამოსაყენებლად.

სქაისების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ რეგულარულად და სწორად იცავს პაციენტი პირის ღრუს ჰიგიენის წესებს, სქაისის ქვეშ არ გროვდება ნადები და შესაბამისად დიდი ხანი ძლებს. საუკეთესო ჰიგიენის შემთხვევაში სქაისებმა შესაძლოა 1 წელიც კი გაძლოს.

იმ შემთხვევაში თუ მოგინდათ სქაისის მოხსნა, აუცილებელია ისევ ეწვიოთ ჩვენს კლინიკას და თქვენი ექიმი მოგხსნით, კბილის მინანქრის დაზიანების გარეშე.