მინი იმპლანტები წარმოადგენს ტიტანის დროებით საყრდენებს, რომლებიც ყბა-კბილთა გასწორების (ორთოდონტული) მკურნალობისას გამოიყენება. მინი იმპლანტები ეფექტურად ეხმარება კბილებს საჭირო მიმართულებით გადაადგილებაში.
მინი იმპლანტების ჩასმის შემთხვევაში შესაძლოა სრულიად აღარ დასჭირდეს პაციენტს ბრეკეტების გაკეთება ან მინიმუმამდე შემცირდეს ბრეკეტების ტარების პერიოდი.
იმპლანტის მოთავსება ხდება ანესთეზიის ქვეშ, რის შედეგადაც პროცედურა უმტკივნეულოა. იმპლანტის მოთავსების მანიპულაცია საშუალოდ 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. პაციენტი ჩასმის შემდეგ მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.