ელაინერები (Invisalign)

 

რა არის ინვიზალაინი?

ბრეკეტებით მკურნალობის ალტერნატივას გამჭვირვალე კაპები, ე.წ. ინვიზალაინი წარმოადგენს. ინვიზალაინი კბილების გასწორების  უხილავი საშუალებაა, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებზე (Invisalign Kids), ასევე ზრდასრულებზეც. 

რა უპირატესობები აქვს ბრეკეტებთან შედარებით?

რკინის კონსტრუქციებისგან განსხვავებით, გამჭვირვალე კაპებს ახასიათებს შემდეგი უპირატესობები:

  • რთულად შესამჩნევია, გამჭვირვალეა
  • მარტივად შესაგუებელია
  • ჰიგიენა მარტივად დასაცავია
  • არ საჭიროებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტებს
  • საჭიროებისამებრ შესაძლებელია მოხსნა 

რამდენი ხანშია შესაძლებელი სასურველი ეფექტის მიღება?

სასურველი ეფექტის მიღება შესაძლებელია 4 თვიდან 2 წლამდე, დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე. 

არის თუ არა აუცილებელი ინვიზალაინის მუდმივად ტარება?

კაპების მოხსნა შესაძლებელია საკვების მიღების და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების დროს. დანარჩენ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია ტარება. 

აზიანებს თუ არა კაპები კბილებს?

კაპები დამზადებულია სპეციალური პლასტმასისგან, რომელიც განკუთვნილია მუდმივად სატარებლად და შესაბამისად არ აზიანებს კბილებს და ღრძილებს.