კბილების პროფესიონალური წმენდა

 

რას ნიშნავს კბილების პროფესიონალური წმენდა?

კბილების პროფესიონალური წმენდა გულისხმობს სტომატოლოგიურ კლინიკაში ჰიგიენისტის მიერ კბილებიდან ქვების და ნადების მოცილებას სპეციალური აპარატურით. პროცედურა განკუთვნილია პირის ღრუს დაავადებათა პროფილაქტიკის, ჯანსაღი და ლამაზი ღიმილისთვის.

რატომ უნდა ჩავიტარო პროფესიონალური წმენდა?

სახლის პირობებში ვერ ხერხდება კბილების სრულფასოვანი ჰიგიენა. კბილის გარკვეულ ადგილებში  ვერ ხდება ნადების სრულად მოცილება. დროთა განმავლობაში კბილზე დარჩენილი ნადები მყარ მასად (ქვებად) იქცევა, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს კბილის ემალს. 

პროცედურის უპირატესობები:

  • ღრძილის ქსოვილების გაჯანსაღება
  • კარიესის პროფილაქტიკა
  • ამცირებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან
  • ბუნებრივი  ფერის შენარჩუნება

რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტარო პროფესიონალური წმენდის პროცედურა?

რეკომენდირებულია 3-6 თვეში ერთხელ პროფესიონალური წმენდის ჩატარება, რომლის ხანგრძლივობაც საშუალოდ 40 წუთია. 

როგორ ხდება პროფესიონალური წმენდა?

პროცედურა 3 ეტაპისგან შედგება:

  1. ულტრაბგერითი (Scaler) აპარატით ხდება კბილების ზედაპირიზე არსებული და ღრძილქვეშა მყარი ნადების (ქვების) მოცილება
  2. Air-flow სისტემის გამოყენებით, ძნელად მისადგომ ადგილებში ხდება რბილი ნადების მოცილება ანტისეპტიკური ფხვნილით. რბილი ნადები წარმოიქმნება კვებითი საღებავების მოხმარებისას. (ჩაი, ყავა, ფერადი წვენები და ასევე თამბაქო). ამ ეტაპზე კბილების ფერი ნახევარი ტონით თეთრდება. 
  3. ბოლო ეტაპი მოიცავს კბილების პოლირებას აბრაზიული პასტით.