კბილების გათეთრება კაპებით გულისხმობს ინდივიდუალურად დამზადებული კაპების საშუალებით მათეთრებელი გელის გამოყენებას, რომელიც 2 კვირის შემდეგ აღწევს გათეთრების მაქსიმალურ შედეგს. კბილები თეთრდება 4-8 ტონამდე, დამოკიდებულია ემალის სტრუქტურა და ფერზე.
შედეგი ნარჩუნდება 1-2 წლის განმავლობაში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია გათეთრების შემდგომ მოვლაზე, რომელსაც ჰიგიენისტი დაგინიშნავთ.
კბილების გათეთრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თუ მას აქვს ცოცხალი და ჯანსაღი კბილები. არ თეთრდება ბჟენები, ვინირები, გვირგვინები, ხიდები, პროთეზები.
კბილების გათეთრებამდე აუცილებელია კბილების ჰიგიენური წმენდა.
პროფესიონალური გათეთრება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მკურნალი ექიმის თანხმობის შემდეგ შეუძლია პაციენტს გაიკეთოს, არ წარმოადგენს საშიშროებას. სპეციალურად თქვენთვის დამზადებული კაპა მჭიდროდ ეკვრის კბილებს და შედეგად არ ზიანდება ღრძილები. ასევე კლინიკა იყენებს უმაღლესი ხარისხის გელებს, რომლის გამოყენების შედეგადაც გამორიცხულია ემალის დაზიანება.
ყოვლად დაუშვებელია მკურნალი ექიმის ჩართულობის გარეშე კბილების თვითნებური გათეთრება, სახლის პირობებში. ენდეთ პროფესიონალებს!