მანიპულაციების უმეტესობა ტარდება სტომატოლოგიური მიკროსკოპის გამოყენებით, რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. მიკროსკოპი სამუშაო ველს ანათებს და დაახლოებით 30-ჯერ ადიდებს, რაც საშუალებას აძლევს ექიმს მაქსიმალური სიზუსტით ჩაატაროს პროცედურა. შედეგად ზედმეტად არ ზიანდება კბილის ჯანსაღი ქსოვილები და ვიღებთ იდეალურ შედეგს.