ვინირები მაღალი ხარისხის ფაიფურის (კერამიკის) ფირფიტებს წარმოადგენს, რომლიც კბილის წინა მხარეს მაგრდება. გამოიყენება კბილის არასასურველი ფერის ან/და ფორმის შესაცვლელად და ასევე კბილთაშორის სივრცეების შესავსებად. ასევე შესაძლებელია მცირედით გადახრილი კბილების გასწორებაც. განსაკუთრებული ესთეტიკური თვისებების გამო ვინირები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და ეფექტური პროცედურაა სტომატოლოგიაში.
ვინირების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი ზედმიწევნით დაიცავს მოვლისა და ჰიგიენის წესებს, ვინირი სასუალოდ 5-10 წელი გაძლებს.