კბილის რესტავრაციისთვის გამოიყენება გვირგვინები, რომლებიც სრულად ეკვრება კბილს და იმეორებს მის ფორმას. ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოიყენება მეტალო-კერამიკის, ცირკონო-კერამიკის და პრესკერამიკის მასალებისგან დამზადებული გვირგვინები.
გვირგვინების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი ზედმიწევნით დაიცავს მოვლისა და ჰიგიენის წესებს, გვირგვინი მინიმუმ 10 წელი ძლებს.
ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში გვირგვინების დამზადება ციფრული ტექნოლოგიით, ე.წ. „ცერეკ ტექნოლოგიით“ არის შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგია გულისხმობს ანაბეჭდებისა და დროებითი გვირგვინების გარეშე, მხოლოდ ერთ ვიზიტში, გვირგვინის დამზადებას.
ციფრული ტექნოლოგიის დროს, სამგანზომილებიანი ორალ ვიდეო კამერის მეშვეობით, ექიმი-ორთოპედი იღებს პაციენტის თანკბილვის ანაბეჭდს, რომელიც ციფრულად გადაეცემა ჩარხს და იწყება კბილის „ჩამოსხმა“. ციფრული ტექნოლოგიით მხოლოდ ბუნებრივ კბილთან მაქსიმალურად მიახლოებული მასალა – პრესკერამიკა გამოიყენება.
ორთოპედიული ხიდი ხელოვნური კბილების კონსტრუქციაა , რომელიც დანაკლისი კბილების აღსადგენად გამოიყენება. გვირგვინების მსგავსად, ხიდებიც უმაღლესი ხარისხის მასალისგან – კერამიკისგან მზადდება.
ხიდის გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზე და მოვლისა და ჰიგიენის წესების სწორ დაცვაზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი ზედმიწევნით ასრულებს ექიმი-ორთოპედის მითითებებს, ხიდი საშუალოდ 10-30 წელიც კი ძლებს.