აპიკოექტომია

 

რა არის აპიკოექტომია?

აპიკოექტომია ქირურგიული მანიპულაციაა, რომლის დროსაც ხდება კბილის ფესვის
მწვერვალის მოკვეთა (რეზექცია), მასზე არსებული ინფექციური კერის (კისტა)
მოცილების მიზნით, იმფექციურ კერასთან ერთად. ქირურგები აპიკოექტომიას
აკეთებენ მას შემდეგ, რაც ენდოდონტიური მკურნალობა საკმარისი არ არის და
საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
მანიპულაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.