ბრეკეტებით მკურნალობის ალტერნატივას გამჭვირვალე კაპები, ე.წ. ინვიზალაინი წარმოადგენს. ინვიზალაინი კბილების გასწორების უხილავი საშუალებაა, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებზე (Invisalign Kids), ასევე ზრდასრულებზეც.
რკინის კონსტრუქციებისგან განსხვავებით, გამჭვირვალე კაპებს ახასიათებს შემდეგი უპირატესობები:
სასურველი ეფექტის მიღება შესაძლებელია 4 თვიდან 2 წლამდე, დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე.
კაპების მოხსნა შესაძლებელია საკვების მიღების და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების დროს. დანარჩენ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია ტარება.
კაპები დამზადებულია სპეციალური პლასტმასისგან, რომელიც განკუთვნილია მუდმივად სატარებლად და შესაბამისად არ აზიანებს კბილებს და ღრძილებს.