კბილების გათეთრება კაპებით

 

რას ნიშნავს კაპებით გათეთრება?

კბილების გათეთრება კაპებით გულისხმობს ინდივიდუალურად დამზადებული კაპების საშუალებით მათეთრებელი გელის გამოყენებას, რომელიც 2 კვირის შემდეგ აღწევს გათეთრების მაქსიმალურ შედეგს. კბილები თეთრდება 4-8 ტონამდე, დამოკიდებულია ემალის სტრუქტურა და ფერზე. 

რა უპირატესობები აქვს სხვა მეთოდებთან შედარებით?

  • იოლი პროცედურა: კაპებით გათეთრების სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ადგილას, ექიმისგან დამოუკიდებლად.  (სახლში, მეგობართან, სამსახურში და ა.შ.). 
  • ღირებულება:  სხვა მეთოდებთან შედარებით, კბილების გათეთრება კაპებით ნაკლებდანახარჯიანია.

რამდენი ხანი ნარჩუნდება შედეგი? 

შედეგი ნარჩუნდება 1-2 წლის განმავლობაში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია გათეთრების შემდგომ მოვლაზე, რომელსაც ჰიგიენისტი დაგინიშნავთ. 

 

ვის შეუძლია გაითეთროს კბილები?

კბილების გათეთრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თუ მას აქვს ცოცხალი და ჯანსაღი კბილები.  არ თეთრდება ბჟენები, ვინირები, გვირგვინები, ხიდები, პროთეზები. 

კბილების გათეთრებამდე აუცილებელია კბილების ჰიგიენური წმენდა.

უსაფრთხოა თუ არა კბილების გათეთრება კაპებით?

პროფესიონალური გათეთრება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მკურნალი ექიმის თანხმობის შემდეგ შეუძლია პაციენტს გაიკეთოს, არ წარმოადგენს საშიშროებას. სპეციალურად თქვენთვის დამზადებული კაპა მჭიდროდ ეკვრის კბილებს და შედეგად არ ზიანდება ღრძილები. ასევე კლინიკა იყენებს უმაღლესი ხარისხის გელებს, რომლის გამოყენების შედეგადაც გამორიცხულია ემალის დაზიანება.

ყოვლად დაუშვებელია მკურნალი ექიმის ჩართულობის გარეშე კბილების თვითნებური გათეთრება, სახლის პირობებში. ენდეთ პროფესიონალებს!