ღრძილის რეცესიის მკურნალობა

 

რა არის ღრძილის რეცესია?

ღრძილის რეცესია წარმოადგენს ღრძილის კიდის გადანაცვლებას ფიზიოლოგიური
მდგომარეობიდან, რა დროსაც ხდება კბილის ფესვის გაშიშვლება.

რა იწვევს ღრძილის რეცესიას?

გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:
● არასწორი ორთოდონტული მკურნალობა
● არასწორად გაკეთებული პროთეზი
● პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა
● გენეტიკური ფაქტორები

როგორ ხდება ღრძილის რეცესიის მკურნალობა?

ღრძილების რეცესიის მკურნალობა ქირურგიულ მანიპულაციას წარმოადგენს, რა
დროსაც ხდება ღრძილის გადანერგვა დეფექტის მიდამოში.