ექსპანდერი არის ყბის გასაფართოვებელი, მოუხსნელი აპარატი, რომელიც თანკბილვის კორექციისთვის გამოიყენება. მაგრდება ძირითადად ზედა ყბაზე, სასის მხრიდან და ვიზუალურად შეუმჩნეველია.
ექსპანდერი გამოიყენება ბავშვებში, 6-7 წლიდან ზედა ყბის შესავიწროვებლად, ცხვირით სუნთქვის პრობლემების აღმოსაფხვრელად და მუდმივი კბილებისთვის ადგილის დეფიციტის დროს. შედეგად პაციენტი იწყებს სწორად სუნთქვას, მუდმივი კბილების ამოჭრა ხდება სწორად.
ექსპანდერის ტარება არ არის მტკივნეული. დამაგრების დროს პაციენტი გრძნობს ყბის დაჭიმულობას, რომელიც 5 წუთში გაუვლის.
სასურველი შედეგის მიღწევა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე, პაციენტის საჭიროებაზე. საშუალოდ ექსპანდერი 9 თვის განმავლობაში გამოიყენება.
დროულად მიმართვის შემთხვევაში მკურნალობა ბევრად უფრო მარტივი და ეფექტურია. მუდმივი კბილების ამოჭრის პროცესი მიმდინარეობს სწორად და სუნთქვის დარღვევის პრობლემებიც იხსნება.