კბილის რესტავრაციისთვის გამოიყენება გვირგვინები, რომლებიც სრულად ეკვრება კბილს და იმეორებს მის ფორმას. ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოიყენება მეტალო-კერამიკის, ცირკონო-კერამიკის და პრესკერამიკის მასალებისგან დამზადებული გვირგვინები.
გვირგვინების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი ზედმიწევნით დაიცავს მოვლისა და ჰიგიენის წესებს, გვირგვინი მინიმუმ 10 წელი ძლებს.
ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში გვირგვინების დამზადება ციფრული ტექნოლოგიით, ე.წ. „ცერეკ ტექნოლოგიით“ არის შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგია გულისხმობს ანაბეჭდებისა და დროებითი გვირგვინების გარეშე, მხოლოდ ერთ ვიზიტში, გვირგვინის დამზადებას.
ციფრული ტექნოლოგიის დროს, სამგანზომილებიანი ორალ ვიდეო კამერის მეშვეობით, ექიმი-ორთოპედი იღებს პაციენტის თანკბილვის ანაბეჭდს, რომელიც ციფრულად გადაეცემა ჩარხს და იწყება კბილის „ჩამოსხმა“. ციფრული ტექნოლოგიით მხოლოდ ბუნებრივ კბილთან მაქსიმალურად მიახლოებული მასალა – პრესკერამიკა გამოიყენება.