მხატვრული რესტავრაცია

 

რა არის მხატვრული/ესთეტიური რესტავრაცია?

კბილის მხატრვრული/ესთეტიური რესტავრაცია წარმოადგენს კბილის დეფექტების გამოსწორებას სპეციალური ბჟენით, კომპოზიტური მასალით. პროცედურა ტარდება სხვადასხვა ესთეტიური პრობლემის აღმოსაფხვრის მიზნით ფრონტალურ (წინა) კბილებზე.

რა დროს არის საჭირო მხატვრული რესტავრაცია?

მხატრვრულ რესტავრაცია კეთდება როდესაც გსურთ:

  • კბილის არასასურველი ფორმის შეცვლა
  • ტრავმის შედეგად გატეხილი კბილის აღდგენა
  • თანდაყოლილი ან შეძენილი კბილის დეფექტების აღმოფხვრა
  • კბილზე გაჩენილი ბზარების გასწორება
  • ძველი, ფერშეცვლილი ბჟენების (პლომბების) შეცვლა
  • კბილის ფერის შეცვლა
  • კბილებს შორის სივრცის შევსება

რა უპირატესობები აქვს მხატვრულ რესტავრაციას?

მხატვრული რესტავრაციას გააჩნია შემდეგი უპირატესობები: 

  • კეთდება პირველივე ვიზიტზე
  • მინიმალურად ხდება კბილის ჯანსაღი ქსოვილის მოცილება