სქაისი კბილის სამკაულია, რომელიც ძალიან მცირე ზომის სვაროვსკის თვალს წარმოადგენს. კბილების სამკაულები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში, პროფესიონალი ექიმი-თერაპევტები იდეალურად ასუფთავებენ და ამუშავებენ პაციენტის მიერ კბილზე შერჩეულ ადგილს და სპეციალური მასალით ამაგრებენ კბილზე.
პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა და გრძელდება10 წუთი.
სქაისი საერთოდ არ აზიანებს კბილს. სქაისი პროფესიონალების მიერ არის შემუშავებული, როგორც პირის ღრუს აქსესუარი და შესაბამისად მასალაც და ტექნოლოგიაც გათვლილია პირის ღრუში გამოსაყენებლად.
სქაისების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ რეგულარულად და სწორად იცავს პაციენტი პირის ღრუს ჰიგიენის წესებს, სქაისის ქვეშ არ გროვდება ნადები და შესაბამისად დიდი ხანი ძლებს. საუკეთესო ჰიგიენის შემთხვევაში სქაისებმა შესაძლოა 1 წელიც კი გაძლოს.
იმ შემთხვევაში თუ მოგინდათ სქაისის მოხსნა, აუცილებელია ისევ ეწვიოთ ჩვენს კლინიკას და თქვენი ექიმი მოგხსნით, კბილის მინანქრის დაზიანების გარეშე.