კბილ(ებ)ის ექსტრაქცია

 

რა არის კბილის ექსტრაქცია?

კბილის ექსტრაქცია წარმოადგენს კბილის ამოღებას. ანა მეტრეველის
სტომატოლოგიური ცენტრის ძირითად მიზანს კბილის შენარჩუნება წარმოადგენს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კბილის ამოღება ერთადერთი გამოსავალია. ჩვენი ქირურგები, მაქსიმალური სიფრთხილით და თანამედროვე მეთოდებით ატარებენ მანიპულაციებს, რის გამოც პროცედურა პაციენტისთვის უმტკივნეულო და უსაფრთხოა.