გვირგვინები

 

რა არის სტომატოლოგიური გვირგვინები?

კბილის რესტავრაციისთვის გამოიყენება გვირგვინები, რომლებიც სრულად ეკვრება კბილს და იმეორებს მის ფორმას. ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოიყენება მეტალო-კერამიკის, ცირკონო-კერამიკის და პრესკერამიკის მასალებისგან დამზადებული გვირგვინები. 

რამდენი ხანი ძლებს გვირგვინები? 

გვირგვინების გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი ზედმიწევნით დაიცავს მოვლისა და ჰიგიენის წესებს,  გვირგვინი მინიმუმ 10 წელი ძლებს.

რას ნიშნავს ციფრული ტექნოლოგიით დამზადებული გვირგვინი?

ანნა მეტრეველის სტომატოლოგიურ ცენტრში გვირგვინების დამზადება ციფრული ტექნოლოგიით, ე.წ.  „ცერეკ ტექნოლოგიით“ არის შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგია გულისხმობს ანაბეჭდებისა და დროებითი გვირგვინების გარეშე, მხოლოდ ერთ ვიზიტში, გვირგვინის დამზადებას. 

როგორ მზადდება გვირგვინი ციფრული ტექნოლოგიით?

ციფრული ტექნოლოგიის დროს, სამგანზომილებიანი ორალ ვიდეო კამერის მეშვეობით,  ექიმი-ორთოპედი იღებს პაციენტის თანკბილვის ანაბეჭდს, რომელიც ციფრულად გადაეცემა ჩარხს და იწყება კბილის „ჩამოსხმა“. ციფრული ტექნოლოგიით მხოლოდ  ბუნებრივ კბილთან მაქსიმალურად მიახლოებული მასალა – პრესკერამიკა გამოიყენება.

ხიდები

 

რა არის და რა დროს გამოიყენება ხიდები?

ორთოპედიული ხიდი ხელოვნური კბილების კონსტრუქციაა , რომელიც დანაკლისი კბილების აღსადგენად გამოიყენება. გვირგვინების მსგავსად, ხიდებიც უმაღლესი ხარისხის მასალისგან – კერამიკისგან მზადდება. 

რამდენი ხანი ძლებს ხიდი? 

ხიდის გამძლეობა ინდივიდუალურ შემთხვევებზე და მოვლისა და ჰიგიენის წესების სწორ დაცვაზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი  ზედმიწევნით ასრულებს ექიმი-ორთოპედის მითითებებს, ხიდი საშუალოდ 10-30 წელიც კი ძლებს.