თეთრი და ჯანსაღი ღიმილი დღეს თვითდაჯერებულობისა და მოვლილი იერის სიმბოლოა. კბილების გათეთრებისთვის არსებობს რამდენიმე ეფექტური გზა, მათ შორის ყველაზე პოპულარულია გათეთრება კაპებით და პროფესიონალური პროცედურა – PHILIPS ZOOM 4!. პირველი საშუალებას გაძლევთ სახლში, კომფორტულ პირობებში გაათეთროთ კბილები, ხოლო მეორე – კლინიკაში, სპეციალური ტექნოლოგიით და სწრაფ შედეგზე ორიენტირებული მეთოდით.
კბილების გათეთრება კაპებით გულისხმობს ინდივიდუალურად დამზადებული კაპების საშუალებით მათეთრებელი გელის გამოყენებას, რომელიც 2 კვირის შემდეგ აღწევს გათეთრების მაქსიმალურ შედეგს. კბილები თეთრდება 4-8 ტონამდე, დამოკიდებულია ემალის სტრუქტურა და ფერზე.
შედეგი ნარჩუნდება 1-2 წლის განმავლობაში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია გათეთრების შემდგომ მოვლაზე, რომელსაც ჰიგიენისტი დაგინიშნავთ.
კბილების გათეთრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თუ მას აქვს ცოცხალი და ჯანსაღი კბილები. არ თეთრდება ბჟენები, ვინირები, გვირგვინები, ხიდები, პროთეზები.
კბილების გათეთრებამდე აუცილებელია კბილების ჰიგიენური წმენდა.
პროფესიონალური გათეთრება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მკურნალი ექიმის თანხმობის შემდეგ შეუძლია პაციენტს გაიკეთოს, არ წარმოადგენს საშიშროებას. სპეციალურად თქვენთვის დამზადებული კაპა მჭიდროდ ეკვრის კბილებს და შედეგად არ ზიანდება ღრძილები. ასევე კლინიკა იყენებს უმაღლესი ხარისხის გელებს, რომლის გამოყენების შედეგადაც გამორიცხულია ემალის დაზიანება.
ყოვლად დაუშვებელია მკურნალი ექიმის ჩართულობის გარეშე კბილების თვითნებური გათეთრება, სახლის პირობებში. ენდეთ პროფესიონალებს!
კბილების პროფესიონალური გათეთრება Philips ZOOM4!, წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნად და უსაფრთხო პროცედურას თანამედროვე სტომატოლოგიაში, რომელიც მხოლოდ 1 ვიზიტში ათეთრებს კბილებს 8 ტონამდე. პროცედურის დროს ხდება კბილების გათეთრება ცივი სხივისა და მათეთრებელი გელის ურთიერთკავშირით. სწორედ ამიტომ, არ ხდება კბილის ქსოვილების გადახურება და შესაბამისად დაზიანება.
პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა.
პროცედურა დაახლოებით 45 წუთი გრძელდება. გაითვალისწინეთ, რომ პროცედურის ჩატარების წინ აუცილებელია კბილების პროფესიონალური წმენდა.
ეფექტი შესამჩნევია პროცედურის დასრულებისთანავე და კიდევ უფრო თეთრდება 1 საათის განმავლობაში. ეფექტის გაძლიერების და დიდი ხნით შენარჩუნების მიზნით, გამოიყენება მათეთრებელ გელი, რომელსაც ექიმი კაპებთან ერთად გაგატანთ სახლში. კაპების გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია თქვენს სურვილზე თუ რამდნ ტონამდე გსურთ გათეთრება.